The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბარელაძე

გიორგი ბარელაძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1956
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 2009  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1983 წელს; 1986-1987წწ. სტაჟირებას გადის სეგედის უნივერსიტეტში (უნგრეთი).

1982-1990წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1990-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე; იყო სამი შესრულებული საკანდიდატო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი და ამავდროულად სტუდენტთა საკურსო და სადიპლომო ნაშრომთა ხელმძღვანელი; სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის წევრი (2005); ჩართული იყო ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში კოლეგებთან შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიასა და ქ. უმეას უნივერსიტეტთან; 1996 წელს საბუნებისმეტყველო ლიცეუმში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1998-2000წწ. მონაწილეობდა  საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებში; იყო საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი და გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადებზე. მისი სამეცნიერო კვლევები შეეხება მარტივი და ჯერადი ჰაარის მწკრივების აბსოლუტურ და უპირობო კრებადობასა და შეჯამებადობას, ორთოგონალური მწკრივების კოეფიციენტების გადანაცვლების პრობლემას, მრავალგანზომილებიანი შეუღლებული ოპერატორების მიმართ მრავალი ცვლადის ინვარიანტულ კლასებს. მას გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო სტატია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოცენტი (1990), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1984).  

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის

ბიბლიოგრაფია

  • მათემატიკა: 7 კლასი : მოსწავლის წიგნი (თანაავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2009. - 311გვ.. - ISBN: 9789941111402
  • მათემატიკა: მე-7 კლ. : მოსწავლის წიგნი (თანაავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2006. - 311გვ.. - ISBN: 9994045628
  • ზოგადი უნარების ტესტი : დამხმარე მასალათა კრებული/როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2006 წელი (რედაქტორი). - თბილისი, 2005. - 140გვ.

გააზიარე: