The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ქაჯაია

ომარ ქაჯაია
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1943
გარდაცვ. თარიღი:1993  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1965 წელს.

მუშაობდა თბილისისა და სოხუმის სხვადასხვა დაწესებულებაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩაირიცხა მოხალისეთა ბატალიონ "ცხუმში", იყო ბატალიონის კადრების სამსახურის უფროსი. ომის დამთავრების ბოლო დღემდე პირნათლად ასრულებდა ბატალიონის ხელმძღვანელობის ყველა დავალებას. მთელი ომის პერიოდში მასთან ერთად სოხუმში იბრძოდა მისი უმცროსი ვაჟი, 21 წლის ბაგრატი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბრს დაიღუპა, ომარ ქაჯაიამ კი ხელყუმბარით თავი აიფეთქა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.421-422


გააზიარე: