The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლენა შატიკაშვილი

ლენა შატიკაშვილი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1985  (41 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 2002 წელს.

2002 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2002-2021წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2002-2010წწ. სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2020-2021წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2021-2025წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, დეკანი; 2021 წლიდან ენერგეტიკის ფაკულტეტი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 30-დე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ენებზე. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო წევრი (2020). ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი. 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2025 - საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის "ოქროს მედალი"

გააზიარე: