The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გიგინეიშვილი

გიორგი გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1963  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1986 წელს; დოქტურანტურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე 2003 წელს.

1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1990-1996წწ. ზოგადი ფიზიკისა და თბოფიზიკის კათედრა, მეცნიერ თანამშრომელი; 1996-2006წწ. თბოფიზიკის კათედრა, სასწავლო ლაბორატორიის გამგე; 2006-2009წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2009 წლიდან  ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან პარალელურად მუშაობს სტუ-ის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტში, ვ. გომელაურის სახელობის ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის განყოფილებაში, უფროს მეცნიერ თანამშრომელად (0,5 შტატი), მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად; 2016-2021წწ. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მდივნი; ენერგეტიკის ფაკულტეტის სწავლული მდივანი; მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის - "ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია" - ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს (თანაავტორებთან ერთად) 50-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის, 1 მონოგრაფია, 2 სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა და 4 გამოგონება. ენერგეტიკოსი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: