The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზანდა ბედინაშვილი

ზანდა ბედინაშვილი
დაბადების თარიღი:1984  (42 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 2009 წელს; 2017 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია" დოქტორანტი.

2020 წლიდან მუშაობს ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში გერონტოლოგიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. ხელმძღვანელობს კვლევით საქმიანობას ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მოლეკულურ ონკოლოგიასა და სიმსივნური დაავადებების ბიომარკერების კვლევას. არის საქართველოს მოლეკულური პათოლოგიის ასოციაციის წევრი და 15-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი. მისი საქმიანობა მიმართულია თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენებით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და კვლევის განვითარებაზე. ბიოლოგიის მაგისტრი. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: