The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ქოქუაშვილი

მურმან ქოქუაშვილი
დაბადების თარიღი:1948
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1993  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მიღებული ჰქონდა უმაღლესი ეკონომიკური განათლება, მუშაობდა ტრანსპორტის შინაგან საქმეთა სამმართველოში ინჟინრად, შემდეგ იყო საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ოპერრწმუნებული. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ათი წლის მუშაობის მანძილზე 14-ჯერ იყო წახალისებული. მიღებული ჰქონდა მადლობები კეთილსინდისიერი, თავდადებული, უმწიკვლო სამსახურისათვის, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა დაკავებისათვის, სამსახურებრივ საქმიანობაში პროფესიული ოსტატობისათვის. დაიღუპა ცხინვალში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-424-425

გააზიარე: