| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან მანჯგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1939 წელს. თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი თერაპიულ სტომატოლოგიაში (1939-1943). ამავე ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი (1941-1948). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი (1948-1955), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1950, თემა:"სტომატიტების მკურნალობა ქლორამინითა და მისი ზოგიერთი ფარმაკო-დინამიური თვისებები"), საქართველოს რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე (1956-1960), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი (1960-1970), დოცენტი (1970), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი (1970-1986), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კათედრის გამგე (1984-1994), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი (1994-1995). მან ორჯერ აიმაღლა კვალიფიკაცია თერაპიულ სტომატოლოგიაში, სტომატოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი, 1973), სემაშკოს სახელობის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი, 1981). 42 სამეცნიერო ნაშრომის, 1 სახელმძღვანელოსი და 1 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 1 მეთოდური რეკომენდაციისა და 37 ნაბეჭდი სტატიის ავტორია. იგი საქალაქო, რესპუბლიკური თუ საკავშირო პრაქტიკულ-სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილე იყო, ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მას დიდი წვლილი მიუძღვის თსსუ-ში ექიმ-სტომატოლოგთა კადრის აღზრდის საქმეში, თანაავტორებთან ერთად შედგენილი ჰქონდა III, IV, V კურსის სტუდენტთათვის ლექცია-პრაქტიკულების მეთოდიკა და სიტუაციური ამოცანები. როგორც მკურნალი ხშირად ატარებდა კურაციებს, იყო კონსულტანტი რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში. დამსახურებული საზოგადო მოღვაწე აქტიურად მონაწილეობდა კათედრის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით, მედლითა და მადლობით. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.815-816 ავადმყოფის კვნესა უნდა გესმოდეს : ინტერვიუ / ქეთევან მანჯგალაძე ; ესაუბრა რიტა ბაინდურაშვილი // თბილისი.- თბილისი, 1992.- 11 დეკემბერი.- N 181.- გვ.4-5. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

