| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ბერეჟიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით 1975 წელს. 1979 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საქალაქო ლაბორატორიაში. 1981 წლიდან მუშაობდა ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს, უფროს, მთავარ მეცნიერ თანამშრომლად და განყოფილების გამგედ. 2010-2011წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2011 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკის სკოლის დეკანი. სხვადასხვა წელს იმყოფებოდა ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევით მივლინებებში იტალიაში ტრიესტის თეორიული ფიზიკის ცენტრში, საფრანგეთში ანჟეს უნივერსიტეტში, ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტში, ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში და ტოკიოს უნივერსიტეტში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1983). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

