The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბერია

ზურაბ ბერია
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1984 წელს.

1989 წლიდან მუშაობს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილებაში  მეცნიერ-თანამშრომელად; 2000-2002)წწ. იყო ფიზიკის ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ფაზისის" გენერალური დირექტორი; 1993-2000წწ. კითხულობდა ლექციებს სამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტში  და 2015-2017წწ. აგრარულ უნივერსიტეტში; 2017 წლიდან კითხულობს ლექციებს და ხელმძღვანელობს მასწავლებელთა მომზადების პროგრამებს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, 2019 წლიდან არის ამ უნივერსიტეტის პროფესორი; 2015 წლიდან არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი; ასწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და სპორტს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლებში (საბუნებისმეტყველო ლიცეუმი ათინათი, 1 ექსპერ. სკოლა, ნიუტონის სკოლა, თანამედროვე განათლების აკადემია, გოგოლესუბნის საჯარო სკოლა, ევროპული სკოლა, ოკლიფის სკოლა, 1993-დან); ასწავლის ფიზიკას დუშეთის რაიონის შატილის საჯარო სკოლასა და აითი სტეპ სკოლაში; არის ორი გამოგონებისა და 20-ზე მეტი სამეციერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. არის ფიზიკის 10-მდე სასკოლო და პროფესიული სასწავლებლების სახელმძღვანელოსა და ამოცანათა კრებულების ავტორი და თანაავტორი; 2023 წლიდან არის საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1994). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.gediogene.gefacebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: