The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბერულავა

გიორგი ბერულავა
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1966  (60 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ვოროშილოვგრადის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-ეკონომისტი (ქ. ლუჰანსკი, უკრაინა) 1988 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1993 წელს.

1997-1998წწ. პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის ფულბრიტის მოწვეული პროფესორი (აშშ); 2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1994-2006წწ. პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2018 წლიდან მთავარი მეცნიერი თანმშრომელი. პრეზიდენტის II - ხარისხის სტიპენდიანტი (1999), პრეზიდენტის I - ხარისხის სტიპენდიანტი (2001). ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2000), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დოცენტი (2001) და პროფესორი (2004). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: