| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემოფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციოლოგიური მუშაობის მიმართულების პროფესორი (1990); ამავე მიმართულების ხელმძღვანელი (2021); ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1987); სოციოლოგიის საბაკალვრო პროგრამის თანახელმძღვანელი, კულტურისა და მედიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, სოციოლოგიის მიმართულების დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფაკულტეტის საბჭოს წევრი; 1994-2004წწ. ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2012წწ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; უცხოეთსა და საქართველოში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი სოციოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე; 2016-2018წწ. იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; აქტიურად არის ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტში. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემოკოსი, კრებულ ფილოსოფიური ძიებანი სარედაქციო საბჭოს წევრი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge; facebook.com; tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

