The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იამზე ბეშკენაძე

იამზე ბეშკენაძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1947  (79 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგის სპეციალობით 1970 წელს; ასპირანტურის კურსი 1979 წელს.

1973-1985წწ. იყო პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელოი; 1985-2012წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიოლოგიური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის აგრარული ქიმიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი. მისი შრომები ეხება ბიოლითონების და პოტენციური ბიოლიგანდების შემცველი კოორდინაციული ნაერთების მიღებას და კვლევას. თანაავტორია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების: "Results of the Study of Arginine-Containing Molybdenum and Boron Chelates" (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2023, 17(2), 148–155); "Study of heteroligand complex compounds of metals with citric acid and o-Nitrobenzoylhydrazine in aqueous solutions" (Protection of MetalsOpen source preview, 2008, 44(3), 273–274), ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების თეზისების და მონოგრაფიების, მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: "ხელატური მიკროელემენტების დანამატი ფრინველთა კვებაში" და "ხელატური ქრომის და თუთიის გამოყენება ვერმიკულტივირებაში". საერთაშორისო (STCU) ფონდის მიერ დაფინანსებული "ბიოლითონები და ბუნებრივი ცეოლითების შემცველი ახალი თაობის პრემიქსები" და ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული "ხელატები სოფლის მეურნეობაში" პროექტების მონაწილეა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციები. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983).

სადისერტაციო თემა - "ციკლების წარმომქმნელი ლიგანდების-ჰისტილინის, ეთილენდიამინის და ზოგი ჰიდრაზიდების შერეული კომპლექსნაერთები გარდამავალ მეტალებთან", დაიცვა 1983 წელს. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია

  • ქიმია 10 : მოსწავლის წიგნი : დამხმარე სახელმძღვანელო : შედგენილია 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით (რედაქტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2022. - 152გვ.. - ISBN: 9789941341748
  • ქიმია 8 : მოსწავლის წიგნი : დამხმარე სახელმძღვანელო (რედაქტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2020. - 200გვ.. - ISBN: 9789941257650

გააზიარე: