| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბლიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1975 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომლი; უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი (2005); მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი (2021); ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), დაივა დისერტაცია თემაზე: "სეტყვის მარცვლების ზრდის პროცესის ექსპერიმენტული მოდელირება" (2005); მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი (2008); მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნიერო ჟურნალებში: "თბილისური სმოგი" და მასთან ბრძოლის საშუალებები" (თსუ მეცნიერება, 2012, N2), "ატმოსფერული პროცესების ექსპერიმენტული მოდელირება თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დიდ ღრუბლოვან კამერაში. წარსული, აწმყო, განვითარების პერსპექტივები" (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: კომპლექსური გეოფიზიკური მონიტორინგი საქართველოში: ისტორია, თანამედროვე პრობლემები, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 2024), "ანგსტრომის ხანძრის ინდექსის შედარება ბაქოს (აზერბაიჯანი) და თბილისის (საქართველო) ტერიტორიისთვის" (1-ლი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: გეოფიზიკის თანამედროვე პრობლემები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 2025). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

