| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბექა ბოჭორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ადიგენი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ფიზიკის სპეციალობით 2002 წელს; ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით მყარი სხეულების ფიზიკა 2004 წელს; ასპირანტურა სპეციალობით მყარი სხეულების და კვანტური სითხეების ფიზიკა 2007 წელს; 2008 წლიდან სწავლობდა დოქტორანტურაში; 2008-2010წწ. ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა დოქტორანტურაში თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, საბერძნეთი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებებში ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში (ფინეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი, უნგრეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ბელგია, პოლონეთი, ესპანეთი, სლოვენია). სამედიცინო ფიზიკის ფელოუშიპის ფარგლებში იმყოფებოდა ქ. კიოლნში, გერმანია (2013). 2010-2014წწ. მუშაობდა ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში სამედიცინო ფიზიკოსად. 2014 წლიდან მუშაობს თოდუას კლინიკაში სამედიცინო ფიზიკოსად. 2016 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების, "ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხთა კომისიის" წევრი. 2018 წლიდან მოწვეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტში პედაგოგად მაგისტრატურის საფეხურზე. 2018-2019წწ., 2023 წლიდან მუშაობს კონდენსირებული გარემოს ფიზიკისა და პერსპექტიულ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 2020 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-ტექნიკურ კონსულტანტად; 2020 წლიდან არის საქართველოს სამედიცინო ფიზიკოსთა ასოციაციისა და საქართველოს ჯანმრთელობის ფიზიკის ასოციაციების წევრი. კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამ პროექტში. არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი და თანაავტორი უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის: "Influence of the Magnetic Field on the Transverse Runaway Threshold" (თანაავტორი, 2007); "A new combination of scattering mechanisms for transverse runaway (TR) of hot electrons" (თანაავტორი, 2008); "Interacting Double InAs/GaAs Quantum Dots of Cylindrical Symmetry" (თანაავტორი, 2010); "Electronic states and oscillator strengths for interband transitions of a graded quantum dot quantum well structure" (2011). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თეორიულ ნანოფიზიკაში თემაზე "კვანტური წერტილების ელექტრონული მდგომარეობებისა და ზონათაშორისი გადასვლების შესაბამისი ოსცილატორული ძალების კვლევა სასრულ ელემენტთა მეთოდით" და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი (2011). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

