| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბჟალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ნახევარგამტარებისა და დიელექტრიკების ფიზიკა 1980 წელს. 1980-1983წწ. მუშაობდა მკვლევარად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1986-1992წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ზოგადი და რადიოფიზიკის კათედრაზე ასისტენტად; 1992-2006წწ. დოცენტის თანამდებობაზე; 2009-2013წწ. საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში ასისტენტ პროფესორად; 2013-2021წწ. ასოცირებული პროფესორად; 2021 წლიდან სრული პროფესორის თანამდებობებზე; 2018 წლიდან არის მაგისტრატურის "საინჟინრო ფიზიკის" ხელმძღვანელი; 2021 წლიდან სადოქტორო სადისერტაციო და მაგისტრატურის საბჭოების კოლეგიის წევრი; რეცენზენტი, არაერთი მაგისტრანტის ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ზოგადი ფიზიკის, General Physics სასწავლო კურსებს სტუ-ს ფაკ-ტებზე, კომპიუტინგის, მოდელირების და სიმულაციის კურსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის პროგრამებში. ძირითადი სამეცნიერო ინტერესები: ემ ტალღათა თეორია, გამოყენებითი ელექტროდინამიკის ამოცანები, სპექტროსკოპია, ნანო / მიკრო და ბიონაწილაკების ფიზ. თვისებების კვლევები, ფიზ. პროცესების მოდელირება, კომპიუტერული სიმულაცია. არის 40-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი: "მგორავი სფეროს მოძრაობის შენელების შესახებ" (თანაავტორი, 2008); "ნახევარგამტარული ხელსაწყოების დამზადების დიფუზიური და ეპიტაქსიალურ-დიფუზიური პროცესების შედარებითი დახასიათება" (2009); "Investigations of Spectroscopic Characteristics of Virus-Like Nanobioparticles"; "LMS Moodle-ის გამოყენება ცოდნის დონის შესაფასებლად ზოგად ფიზიკაში" (თანაავტორი, 2012); "Study of Spectroscopic Properties of Nanosized Particles of Core-shell Morphology" (თანაავტორი, 2018). არის 10-ზე მეტი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო (რომი, მადრიდი, ათენი, პარიზი, ვენა, ფრანკფურტი, ანტალია და სხვა) კონფერენციის და ვორკშოპის მონაწილე, ადგილობრივი სამეცნიერო ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტების წევრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებულ საბჭოზე მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობით "რადიოფიზიკა 1990 წელს, სადისერტაციო თემა: "ბრტყელი E- და H- პოლარიზებული ელექტრომაგნიტური ტალღების გაბნევა სხვადასხვა ელექტრული თვისებების მქონე ორ და სამ ცილინდრზე". წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

