| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზიზი ამირანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2016 წელს; სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე და 2022 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ქართველი სპეციალური ეფექტების გრიმიორი (SFX - გრიმიორი) და ვიზაჟისტი, ციფრული შინაარსის (კონტენტის) შემქმნელი და სილამაზის სფეროს განათლების სპეციალისტი. ითვლება ერთ-ერთ პირველ ქართველ SFX სილამაზის კონტენტის შემქმნელად, რომელმაც სპეციალური ეფექტების (SFX) ტრანსფორმაციული ვიდეოები ქართულ ციფრულ სივრცეში პოპულარული გახადა. მისი კონტენტი კრეატიულ ვიზუალურ ხელოვნებას, ვიზუალური თხრობის (storytelling) ხელოვნებასა და ქართულ კულტურულ თემატიკას აერთიანებს. მისი ნამუშევრები იძებნება სხვადასხვა პლატფორმაზე (TikTok, Instagram, Facebook და YouTube). 2025 წლიდან ხელმძღვანელობს ზიზის სილამაზის აკადემიას ("Zizi’s Beauty Academy") -ს, ხოლო 2026 წელს დააფუძნა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა "zizibeauty.ge". თანამშრომლობდა ქართულ და საერთაშორისო ბრენდებთან. მისი საქმიანობა გაშუქებულია სხვადასხვა მედია პლატფორმაზე. წყარო: zizibeauty.ge; TV Pirveli ტელეგადაცემა "შუადღე"; TV Pirveli ტელეგადაცემა "პირველამდე" Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

