The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბრეგვაძე

გიორგი ბრეგვაძე
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით 1997 წელს; მაგისტრანტის ხარისხი 1999 წელს. 

2005 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრაზე; გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. არის 15-მდე სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი; მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებში წყლის რესურსების მართვის, ტბებისა და წყალსაცავების ჰიდროლოგიის, ჰიდროსტიქიური მოვლენების შესწავლისა და ჰიდროინფორმატიკის მიმართულებით; 2025 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასისტენტ პროფესორი (2006), გეოგრაფიის დოქტორი (2016), ასოცირებული პროფესორი (2024), ჰიდროლოგი.

სადისერტაციო თემა - "წყალდიდობების რისკების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე", დაიცვა 2016 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: