The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ყაულაშვილი

ზურაბ ყაულაშვილი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1972
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 1993  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თამარაშენი, ცხინვალის რაიონი.

მუშაობდა სოფელ თამარაშენის მეურნეობაში მუშად. 1990 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობაზე. 1990 წლიდან იყო სახალხო ფრონტის წევრი. 1993 წელს მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ბანკების დაწესებულებათა დაცვის პოლიციის ლეგიონის პირად შემადგენლობაში რიგით პოლიციელად. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. დაიღუპა 1993 წლის 9 დეკემბერს სამაჩაბლოში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.433


გააზიარე: