The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ჩოლოყაშვილი

ილია ჩოლოყაშვილი
დაბადების თარიღი:1824
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1877  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდროპოლი, ახლ. ლენინაკანი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო სამსახური დაიწყო 1842 წელს ქართულ მილიციაში ურიადნიკის ჩინით. 1842-1849 და 1862-1863 წლებში მონაწილეობდა რუსული არმიის სამხედრო ექსპედიციებში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ. 1949 წლის მაის-აგვისტოში იმყოფებოდა უნგრეთში ი. პასკევიჩის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში. კავკასიაში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტი(1852); ყირიმის ომის 1853-1856 წლებში კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარის (1853 წლის 19 ნოემბერი) და ქურუქ-დარის ( 1854 წლის 24 ივლისი) ბრძოლებში. შემდეგ ლ. მელიქიშვილის მეთაურობით იბრძოდა კახეთში შამილის რაზმების წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის ომში 1877-1878 წლებში მეთაურობდა დაღესტნელ ცხენოსანთა რეგულარულ ბრიგადას, რომელიც რეეგულარული არმიის ავანგარდში იბრძოდა. 1877 წლის 4 მაისს სასიკვდილოდ დაიჭრა ქალაქ ყარსთან მძიმე ბრძოლის დროს. რუსეთის არმიის გენერალ მაიორი 1872 წლიდან.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.147; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107291

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1872 - გენერალ-მაიორი

გააზიარე: