The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ჩხობაძე

პეტრე ჩხობაძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1908
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1985  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიას სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყაჩირი, წყალტუბოს რაიონი.

1930 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. 1931 წელს ექსტერნად დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, 1938- წელს "ვისტრელის" კურსები, 1951 წელს კი მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.

დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945წწ. ჩრდილოეთ-დასავლეთისა და კალინინის ფრონტებზე იბრძოდა. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში. 1944-1956წწ. თბილისის მსროლელი დივიზიის მეთაური; 1957-1963წწ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1956 წლიდან თადარიგში იყო. დაჯილდოებულია 5 ორდენით, 10 მედლით.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.178; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - გენერალ-მაიორი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: