შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ წიქორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ინტაბუეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი. 1939 წელს მონაწილეობდა დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. 1940-1943 წლებში მუშაობდა მოგილიოვის სამხედრო სასწავლებელში პედაგოგად. 1943 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) ქერჩ-ელტიგენის სადესანტო ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1948 წელს დაამთვრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1948-1965 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში სამეთაურო თანამდებობებზე. 1965 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამხედრო კათედრის გამგე. 1967 წლიდან იგი თადარიგში გადავიდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.335 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |