The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის წულუკიძე

ბორის წულუკიძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1981  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაჩაეთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ვ. ლენინის სახელობის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1941 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს წითელ არმიაში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იბრძოდა უკრაინის IV ფრონტზე, მეთაურობდა უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 1642-ე პოლკის საარტელერიო ბატარეას. 1966 წლიდან პოდპოლკოვნიკი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.348; რაჭა და რაჭველები: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საბჭოთა კავშირის გმირი
    პოლონეთის განთავისუფლების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის
  • 1946 - ლენინის ორდენი
  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: