The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გახოკიძე

მიხეილ გახოკიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 1973  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაითი, ახლანდელი მარტვილის რაიონი.

წარმოებისაგან მოუწყვეტლივ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პედაგოგიური მუშფაკი, შემდეგ სამხედრო-პოლიტიკურ სასწავლებელი(1941).

1935-1936 წლებში მსახურობდა წითელი არმიის ქართულ  საარტილერიო პოლკში. 1943-1946 წლებში იყო თბილისის, ახლანდელი კრწანისის რაიონის სამხედრო კომისარი. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობებზე. საბჭოთა კავშირის გმირი(20.VI.1942). უმცროსი პოლიტხელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.569

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საბჭოთა კავშირის გმირი
    II მსოფლიო ომში სევასტოპოლის დაცვისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის

გააზიარე: