შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიკა ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერევი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. 1965-1991წწ. მუშაობდა ჟურნალ "საქართველოს ქალის" რედაქტორად. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული - 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა მ. ბარათაშვილის პიესამ "ჭრიჭინა" (დაიდგა 1950 წელს, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი "ჭრიჭინა." აღსანიშნავია მ. ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: "ლექსები" (1948), "საპოვნელა" (1958), "დღე დღევანდელი" (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები: "ნანული" (1941), "სოფელა, თინა და ჭიანჭველები" (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები "ჩემი ყვავილეთი", "სართულები", "მაღალი ოცნება", "რატომ?", "სიყვარულის წისქვილი", "ჩქარი მატარებელი" და სხვ. 1990 წელს მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.352; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.367; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.47 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |