შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაგლოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭვარები, გორის მაზრა. დაამთავრა გერმანიის მანჰეიმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის კურსი. 1903 წლიდან მუშაობდა სოფელ ვანათის სამრევლო სკოლის მასწავლებლად; გორის მაზრის მიმდებარე სოფლებში გლეხებს შორის ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, რისთვისაც 1905 წლის 6 იანვარს (ძველი სტილით) ჟანდარმერიამ დააპატიმრა ცხინვალში. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ, ამნისტიით გაათავისუფლეს. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ-ის "მენშევიკების" ფრაქციაში. რეაქციის დაწყების შემდეგ 1906 წლიდან მუშაობდა მოსკოვისა და თერგ-დაღესტნის პარტიულ ორგანიზაციებში, საიდანაც 1907 წელს აირჩიეს დელეგატად რსდმპ ლონდონის ყრილობაზე. 1908-1912წწ. ცხოვრობდა საზღვარგარეთ - გერმანიასა და შვეიცარიაში, მუშაობდა მანჰეიმის და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. 1912 წლიდან დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში და პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჩრდილო კავკასიაში - არმავირში; სოციალ-დემოკრატიულ პრესაში აქვეყნებდა წერილებს ფსევონიმებით: "Даръял", "Викторъ" да "Писиров". პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა ქართულ გამოცემებშიც. 1917 წელს არჩეული იყო არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავჯდომარედ, სადაც იმუშავა 7 თვის განმავლობაში. შემდგომ არჩეული იყო კავკასიის მუშათა ჯარისკაცთა დეპუტატების ცენტრის წევრად. 1917 წლიდან არჩეული იყო ოსეთის ეროვნული საბჭოს თავჯდომარედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა. 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს "ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ჯაშუშობის", "მავნებლობისა" და სამხრეთ ოსეთის "მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა') 1937 წლის 9 ნოემბერს დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრიტეს 10 ნოემბრის ღამეს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ.,2016.-გვ.182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |