The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე გობეჩია

Date of birth:10 December, 1881
Date of death:1 October, 1937  (at 55 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

1902 წელს შევიდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში, მოქმედებდა მუშათა ორგანიზაციებში; 1904 წლიდან 1909 წლამდე რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გასახლებული. 1910 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაეწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ ქუთაისში. 1917 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ აირჩია დელეგატად პეტერბურგის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებად. 1917 წელს ქუთაისის გარნიზონმა აირჩია კავკასიის არმიის პირველი და მეორე ყრილობების დელეგატად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა კომპრომისის მიღწევას საოკუპაციო რეჟიმთან. 1922 წლის 10 მაისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) სოცილისტ-რევოლუციონერთა პარტიის სხვა ლიდერებთან და წევრებთან ერთად დააპატიმრა კონტრრევოლუციის ბრალდებით. თუმცა, როგორც "არააქტიური ელემენტი", 1922 წლის 20 ივლისს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ადვოკატად თბილისში; იყო დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1930-იან წლებში იყო თბილისის საბჭოს ფინანსური განყოფილების იურისკონსულტი. 1937 წლის 17 ივლისს, დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს ესერთა ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. სსრკ უზენაესი სასამართლო სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა 1937 წლის 30 სექტემბერს. დახვრიტეს 1-ლი ოქტომბრის ღამეს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.198

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • კავკაკასიის არმიის სამხარეო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: