შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაზი კილასონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბისი, ქარელის რიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1954 წელს. 1955-1959წწ. მუშაობდა ჟურნალ "პიონერში" ლიტერატურულ მუშაკად, 1959 წლიდან კი ჟურნალ "საქართველოს ქალის" რედაქციის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1952 წელს ალმანახ "პირველ სხივსა" და გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში, ხოლო პირველი წიგნი - "ლექსები" დაიბეჭდა 1954 წელს. მისი კრებული "გზაფერადი" 1972 წელს გამოიცა, ხოლო "დიდება შენდა" – 1987 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 190-191; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 37 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |