The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე დგებუაძე

ალექსანდრე დგებუაძე
Date of birth:1882
Date of death:10 October, 1937  (at 55 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. მუშაობდა ქალაქ ბათუმის ქარხნებში მუშად. 1900 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ "მენშევიკების" ფრაქციაში. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი; არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად; უშუალოდ მონაწილეობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციებში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად ეტაპით გადაგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ის საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად; სსრკ შინსახკომის კომისიის გადაწყვეტილებით იგი 1923 წლის 12 იანვარს არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ 1926 წლის 15 იანვარს 3 წლით გადაასახლა ვორონეჟში. 1934 წელს გადასახლებულთა ჯგუფთან ერთად დააპატიმრეს. 1937 წლის 9 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრიტეს 10 ოქტომბრის ღამეს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.216

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია , წევრი (1900-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: