შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დირბი, გორის მაზრა. დაამთავრა ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელი. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმისა და ტფილისის კომიტეტების წევრი. თანამშრომლობდა პარტიის ცენტრალურ გამოცემებში და აქტიურად მუშაობდა პროფკავშირებში. ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით "ბრადიაგა", "ბრადინი", და "გიორგი". პრესაში იყენებდა ფსევდონიმებს "ბრ-გა" და "ბრადიაგა. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული (მინიმუმ ორჯერ -1909 და 1910 წლებში) და გადასახლებული რუსეთში. იყო რსდმპ ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავჯდომარის ამხანაგი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს რეგიონებში. 1919 წლის თებერვალში არჩეული იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1918-1919წწ. შრომის მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) პოსტს იკავებდა, 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად. დამფუძნებელი კრების მიერ მინიჭებული მანდატით 1921 წლის მარტში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, იყო სოციალ - დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს, დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის და ლევილის ქართული მამულის მართველი საზოგადოების წევრი. 1949-1970წწ. იყო ლევილის ქართული მამულის საზოგადოების მართველი. აქტიური წვლილი შეიტანა ლევილის მამულის განვითარებაში და მთავრობის არქივის შენახვის საქმეში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.225 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |