The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიომიდე თოფურიძე

დიომიდე თოფურიძე
Date of birth:28 August, 1871
Date of death:11 December, 1937  (at 66 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ზუგდიდის მაზრა. 

სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, შემდგომ - ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

1892 წელს მოსწავლეებთან ერთად დაარსა არალეგალური ურთიერთდახმარების სალარო, თვითგანვითარების წრე; გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს, აწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ დემოკრატი პუბლიცისტების ნაწარმოებებს, აკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას. 1895 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. 1896 წელს ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. იყო ჟენევაში ჩამოყალიბებული "Искра"-ს პირველი და მეორე ჯგუფის წევრი. 1901 წელს თავისი დისერტაციის ("გაღატაკების თეორიის" შესახებ) დასასრულებლად ჟენევიდან პარიზში გადავიდა, ისმენდა ლექციებს სორბონასა და ფრანგულ კოლეჯში, ასევე პარიზის რუსულ უმაღლეს სკოლაში. 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა რსდმპ-ის იმერეთის კომიტეტში; 1903 წელს რსდმპ-ის კავკასიის კავშირის კომიტეტის მეორე ყრილობაზე კვლავ აირჩიეს კავშირის წევრად. 1904-1907 წლების განმავლობაში ხშირად იყო დაპატიმრებული და გუბერნიის საზღვრებიდან გაძევებული; უკანასკნელად 1907 წელს სასამართლო პალატამ მას ე. წ. "კრეპოსტში" პატიმრობა მიუსაჯა და იძულებული გახდა, პეტერბურგში არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო; ცხოვრობდა ყალბი პასპორტით კიკვიძის გვარით, თუმცა "ოხრანკამ" მალევე დაადგინა მისი ვინაობა და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად დააპატიმრა; გადაგზავნეს სარატოვის ციხეში, იქედან კი სამარაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციისას მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი მმართველობითი ორგანოები სარატოვში, არჩეული იყო ვოლგისპირეთის საგუბერნიო საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად და იყო მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელი. მალევე გახდა გუბერნიის კომისარი და რსდმპ საოლქო კომიტეტის თავმჯომარე; არჩეული იყო გუბერნიის ერობათა ყრილობის აღმასრულებელი ბიუროს თავჯდომარედ. 1918 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში. იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. დაარსა ჟურნალი "ეკონომისტი"; თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში და აქვეყნებდა ნაშრომებს ეკონომიკურ საკითხებზე. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა კომისიის წევრი. 1930 წლისათვის გადაწყვიტა, მთლიანად სამეცნიერო კვლევებისათვის დაეთმო დრო და პენსიაზე გავიდა; გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის, სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე. დააპატიმრეს 1937 წელს, თბილისში, საკუთარ სახლში, "მენშევიკური ცენტრის" წევრობისა და "დივერსიულ-მავნებლურ ჯაშუშთა ორგანიზაციაში" "შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრების გადაბირების" ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა.  დახვრიტეს 11 დეკემბრის ღამეს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.250

Member of Organizations

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)

Share: