The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო ირემაშვილი

სოსო ირემაშვილი
Legal name:იოსებ ირემაშვილი
Other name:ი. პართენაშვილი  (Pseudonym)
მახარობელი  (Pseudonym)
ნაღველა  (Pseudonym)
ნემსი  (Pseudonym)
პართენაშვილი  (Pseudonym)
ს. პ-ლი  (Pseudonym)
ს. პართენაშვილი   (Pseudonym)
Date of birth:6 January, 1879
Date of death:1944  (at 64 years)
Burial location:ქ. ბერლინი
Category:Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ურბნისი, გორის მაზრა. 

დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1894 წელს. 

1898 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1900 წლიდან თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში ფსევდონიმებით. პარტიის წევრობის გამო 1906 წელს ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს; მეორედ დააპატიმრეს 1908 წლის 28 აგვისტოს. 1911 წლიდან სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში; მსახურობდა სხვადასხვა დაწესებულებაში; მასწავლებლად მუშაობდა გორში. 1917 წლისათვის იყო თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელი; პარალელურად მუშაობდა კოოპერატიულ დაწესებულებებში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო დუშეთის მაზრის კომისარი. 1919 წლის მაისში ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საკანდიდატო სიიდან. წევრობიდან ამოირიცხა 1919 წლის ბოლოს, დამატებითი არჩევნების შემდეგ დეპუტატების მანდატების გადაანგარიშების საფუძველზე. შემდგომ მუშაობდა საქართველოს კოოპერატივთა ცენტრალურ კავშირში ("ცეკავშირი"). 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, დაინიშნა კახეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო რწმუნებულის - კოტე ანდრონიკაშვილის თანაშემწედ. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პირველად დააპატიმრა 1921 წლის 21 მაისს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. მეორედ 1922 წლის 21 თებერვალს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს, საქართველოს ოკუპაციის წლისთავისათვის დაგეგმილი საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით. საქართველოს ჩეკას პრეზიდიუმა 1922 წლის 23 მარტს 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა; მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში", იზოლაციის წესით. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. 1932 წელს გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა წიგნი "სტალინი და საქართველოს ტრაგედია". 1933 წელს დატოვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია და გერმანიაში მოქმედ მემარჯვენე ორიენტაციის ქართულ პოლიტიკურ ჯგუფს მიემხრო. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.261

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1898-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Bibliography


Share: