The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოლა კაციაშვილი

კოლა კაციაშვილი
Legal name:ნიკოლოზ კაციაშვილი
Date of birth:1875
Date of death:1919  (at 44 years)
Burial location:სოფელ გომის სასაფლაო
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, გორის მაზრა.

სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში.

1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციაში"; ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ეწეოდა მეურნეობას; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი. 1907 წელს აირჩიეს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან; მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1907 წლის 3 ივნისს მეორე სახელმწიფო სათათბირო დაშალეს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დეპუტატები პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის დებულების 100-ე და 102-ე მუხლებით, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით. იგი იჯდა პეტერბურგის ციხეში, სადაც ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა და ცხოვრობდა საკუთარ სოფელში, ქვემო-გომში პოლიციის საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.267

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1899-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: