The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კვარაცხელია

დაბადების თარიღი:1883  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წალენჯიხა, ზუგდიდის მაზრა.

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი. 

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ სოხუმში განვითარებულ მოვლენებში. იყო რევოლუციური სახალხო სასამართლოს წევრი. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წელს თანამებრძოლებთან ერთად დააპატიმრეს; 1908 წლის 28 აპრილს ტფილისის სასამართლო პალატამ ბრალდებების დაუსაბუთებლობის გამო გაათავისუფლა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო წალენჯიხაში წითელი რაზმის ორგანიზატორი და კომისარი. იცნობდნენ მეტსახელით "უჩა-იოსები" (მეგრულად შავი იოსები). 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დაპატიმრებული იყო 1921 წელს. 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას იყო ზუგდიდ-წალენჯიხის მიმართულების ერთ-ერთი ლიდერი. შემდგომი ბედი უცნობია. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.271

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: