შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს. 1918-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, 1945-1987წწ. ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში "ქართული ენის გრამატიკა", რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი "ძველი ქართული ენის გრამატიკა", რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული"(1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.682 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |