შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია კოპალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, ქუთაისის მაზრა. 1895 წლის ზაფხულიდან იყო რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში დაარსებული პირველი სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრის წევრი. 1898 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1900 წელს მთავარი სახელოსნოსა და რკინიგზის მუშათა გაფიცვის შემდეგ დააპატიმრეს და საკუთარ სოფელში გადაასახლეს; მცირე ხნის შემდეგ იგი ისევ ტფილისში დაბრუნდა და პარტიული საქმიანობა განაგრძო. 1903 წელს სამუშაოდ გადავიდა ბათუმში, სადაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო; შედიოდა რსდმპ ბათუმის კომიტეტის შემადგენლობაში. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ მენშევიკების ფრაქციაში. მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარე, აგრარული, თვითმმართველობის, შრომების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924 წლის 28 აგვისტოს დაწყებული ანტისაბჭოთა აჯანყების დამარცხების შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის სადამსჯელო ღონისძიებისას, რომელსაც ავადმყოფობის გამო (მწოლიარე, მაღალი სიცხით) აჯანყებაში მონაწილეობა არც კი მიუღია, სხვა მოქალაქეებთან ერთად დახვრიტეს სამტრედიასთან. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.279; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.233 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |