The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ლომთათიძე

ალექსანდრე ლომთათიძე
Date of birth:25 May, 1882
Date of death:1924  (at 41 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი თბილისი
Category:Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა. 

სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

ხარკოვში ცხოვრებისას იყო ადგილობრივი სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერი. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსავე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. არჩეული იყო ტფილისის საბჭოს ხმოსნად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ტფილისიდან გაგზავნილი იყო დელეგატად სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობაზე. იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წელს რსდმპ "მენშევიკური" ფრაქციის სიით არჩეული იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად; იყო თბილისის საბჭოს თავმჯდომარე. 1919 წლია 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი (თავმჯდომარის პირველი მოადგილე). 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს. მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში". 1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში - სოფელ ლაპაშინოში. შემდგომ გადასახლებული იყო ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც მძიმე ავადმყოფობის გამო საშუალება მისცეს, ტაშკენტში გადასულიყო საცხოვრებლად. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა; დაკრძალეს ქ. ტაშკენტის ქრისტიანთა სასაფლაოზე. 2023 წლის 26 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მისი ნეშტი ჩამოსვენებულ იქნა საქართველოში. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, დაკრძალეს 28 მაისს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.284; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Awards and Honors

  • 2023 - თავისუფლების საპარლამენტო ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
    პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

Share: