The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე ლორია

ფილიპე ლორია
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1878
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1962  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. პრაღა
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, ქუთაისის მაზრა. 

დაამთავრა სოფელ ნოღის სამრეწველო სკოლა. 

1903 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ტფილისის თვითმმართველობაში, სადაც იმასახურა რამდენიმე წლის განმავლობაში და გაეცნო ტფილისის ტრამვაის მუშა-მოსამსახურეთა ყოფას და პრობლემებს; აქვე ჩაერთო მუშათა მოძრაობაში. 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1905 წელს, როცა ტრამვაის დაწესებულება ქალაქის მმართველობამ იჯარით გასცა, სამსახურიდან დაითხოვეს. 1913 წლის აგვისტოს ბოლოს, ტფილისის ტრამვაის სამსახურში ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნებით გაფიცვის ორგანიზებისათვის სხვა ამხანაგებთან ერთად დააპატიმრეს. მეორედ 1914 წლის 25 ივლისს დააპატიმრეს ისევ გაფიცვის ორგანიზებისათვის; ოქტომბრის ბოლომდე მეტეხის ციხეში იჯდა, შემდეგ გადაასახლეს რუსეთში, სარატოვის გუბერნიაში, ქალაქ ცარიცინში, ტფილისში "სამხედრო წესების" მოხსნამდე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასკომის წევრად, ტრამვაის საავადმყოფოს გამგეობის წევრად, პროფკავშირების გამგეობის წევრად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს მუშაობდა ტფილისის ტრამვაის სადგურის უფროსის თანაშემწედ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ხმოსანი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ჩეხეთში.  

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.289

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: