შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ნოდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ქალაქ ფოთის სამოქალაქო ორკლასიანი სასწავლებელი. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ "მენშევიკების" ფრაქციაში. 1912 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც მსახურობდა სამედიცინო-საფერშლო ნაწილში. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, გაიგზავნა ავსტრიის ფრონტზე, სადაც ტყვედ ჩავარდა და ორი წელი გაატარა ტყვეობაში. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო იურდიული, შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. 1924 წელს, დამოუკიდებლობის კომიტეტმა არალეგალურად მიავლინა პარიზში - ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან, ინფორმაციის გაცვლის და სამამულო მოქმედების გეგმის შეთანხმების მიზნით. დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.318; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |