The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასო აბაშიძე

ვასო აბაშიძე
Legal name:ვასილ აბაშიძე
Date of birth:4 December, 1854
Date of death:9 October, 1926  (at 71 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Playwright, Translator, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე, ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-1879). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთნ ერთად), შემდეგ - ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879 წლიდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიული მსახიობი გახდა. იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა და ადრევე ეზიარა რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს. ხშირად გამოდიოდა დაბებისა და სოფლების, მუშათა სახალხო თეატრების სცენაზე; მისი აზრით, მსახიობი მოწინავე საზოგადოებრივი იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და "განცდის ხელოვნების" გზით ევლო. შექმნა მრავალი კოლორიტული სახე: კუმუხტოვი, ტრადატოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის "დავა", "გაყრა", ძუნწი"), გეურქა (ანტონოვის "ზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!", "ხანუმა", "ციმბირელი", "ბაიყუში", "მათიკო", "ჭკუისა მჭირს"), საქო (გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ზიმზიმოვი, ისაია (სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა"), ბესო (სუმბათაშვილის "ღალატი"), გრუშნევსკი (რამიშვილის "მეზობლები"). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (გოგოლის "რევიზორი), ბელოგუბოვის, შმაგას (ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", "უდანაშაულო დამნაშავენი"), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის "სკაპენის ოინები", "ტარტიუფი"), ფიგაროს (ბომარშეს "სევილიელი დალაქი") და სხვა როლები. მონაწილეობდა ოპერეტებში: ლეკოკის "რაინდი უშიშარი და გულმართალი" (ლარგი), ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან" (ასკარი) და სხვ. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილი და ოპერეტა. 1885 წელს დააარსა გაზეთი "თეატრი". შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები ("ჩანგი", თბ., 1888, 1892; ოზურგეთი, 1892; ფოთი, 1893; ბათუმი, 1900). მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული თეატრის აღორძინება; ვ. აბაშიძის სახელობისაა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი. ქართული რეალისტური აქტიორული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.-გვ.19; ბურუსი: burusi.wordpress.com

Awards and Honors

  • 1922 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

Bibliography

  • ჩანგი : მწერალთა თხზულებიდამ საუკეთესო ლექსები და სცენები (Compiler). - ოზურგეთი, გამოც. კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზიის N16, 1893. - 160გვ.
  • ტასიკო : დრამატიული ეტიუდი (Author). - ფოთი, ლ. ტუღუშის გამოცემა, 1893. - 25გვ.
  • ეხლანდელი სიყვარული : კომედია 4 მოქმედებად (Author). - ფოთი, ლ. ტუღუშის გამოცემა, 1893. - 76გვ.

Share: