შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და (1914-1918) პირველ მსოფლიო ომებში. მსახურობდა 155-ე ყუბის (აზერბაიჯანი) ქვეით პოლკში; მეთაურობდა პენზის ქვეით ლაშქარს; 1914-1916 წლებში მსახურობდა 196-ე ქვეით ლაშქარში. 1916 წელს მსახურობდა კაპიტნად 155-ე ყუბის ქვეით პოლკში. მეთაურობდა სახალხო გვარდიის ნაწილებს. 1921 წლიდან იყო ემიგრაციაში; 1923 წლიდან მსახურობდა პოლონეთის ჯარში. 1939 წლიდან ცხოვრობდა არგენტინაში. ქართველი გენერალ-მაიორი, ბრიგადის გენერალი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.36; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 149 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |