The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კონიაშვილი

ალექსანდრე კონიაშვილი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:30 აპრილი, 1951  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბუენოს-აირესი, არგენტინა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი.

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და (1914-1918) პირველ მსოფლიო ომებში. მსახურობდა 155-ე ყუბის (აზერბაიჯანი) ქვეით პოლკში; მეთაურობდა პენზის ქვეით ლაშქარს; 1914-1916 წლებში მსახურობდა 196-ე ქვეით ლაშქარში. 1916 წელს მსახურობდა კაპიტნად 155-ე ყუბის ქვეით პოლკში. მეთაურობდა სახალხო გვარდიის ნაწილებს. 1921 წლიდან იყო ემიგრაციაში; 1923 წლიდან მსახურობდა პოლონეთის ჯარში. 1939 წლიდან ცხოვრობდა არგენტინაში. ქართველი გენერალ-მაიორი, ბრიგადის გენერალი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    არზრუმის ციხესიმაგრის შტურმით აღებისთვის

გააზიარე: