შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სუმბათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა მსროლელთა სკოლა. განათლება მიიღო გიმნაზიაში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1889 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. მსახურობდა 153-ე ბაქოს ქვეითთა პოლკში. 1911 წელს მსახურობდა 85-ე ვიბორგის ქვეითთა პოლკში. 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეითთა პოლკში. მეთაურობდა ბატალიონს. 1915 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და საბრძოლო დამსახურებისათვის 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეითთა პოლკში გადაეცა წმინდა გიორგის ოქროს იარაღი; 1915-1917 წწ. მეთაურობდა ცარიცინის 146-ე ქვეითთა პოლკს. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი, ფრონტის სარდალი. 1921 წელს დაინიშნა მე-2 დივიზიის მეთაურად. დაჯილდოებულია საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები / მამუკა გოგიტიძე. -თბ., 2015.-გვ.40 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |