The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჩიქავა

ალექსანდრე ჩიქავა
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1924  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შამგონა, ზუგდიდის მაზრა.

დაამთავრა სამოქალაქო სასწავლებელი, ქუთაისის სამეურნეო სკოლა.

1902 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი 1905 წლიდან; პარტიის სამეგრელოს კომიტეტის წევრი და აქტიური ორგანიზატორი. მეფის რეჟიმის დროს, რევოლუციური საქმიანობის გამო დაპატიმრებული იყო 1905, 1906 და 1913 წლებში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1917 წლამდე ცხოვრობდა ზუგდიდში პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ, რევოლუციური საქმიანობისა და ციხიდან გაქცევის გამო. 1917 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დახვრიტეს თბილისში. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.426

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1917-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)

გააზიარე: