The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტეფორე რაჭველიშვილი

ქრისტეფორე რაჭველიშვილი
სხვა სახელი:რაჭველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 1937  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1913 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და დააპატიმრეს, შემდეგ კი გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში; 1917 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 1918 წლის 26 მაისის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი; მონაწილეობდა აფხაზეთში ეროვნული საბჭოს მიერ გაგზავნილ სპეციალურ დელეგაციაში; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ (1921) იყო ბოლშევიკური რეჟიმის ოპოზიციაში, მემარჯვენე ფედერალისტთა იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი; 1923-1924წწ. დაპატიმრებული იყო. შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელგამში, ჟურნალ "ლიტერატურული მემკვიდრეობის" რედაქციაში, "ქართული სიტყვიერების საუნჯის" კოლეგიის წევრად, ენობრივი ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. "რაჭველის" ფსევდონიმით სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში: "ცნობის ფურცელი" და "სახალხო საქმე". დახვრიტეს 1937 წელს. პოლიტიკური მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.313; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ., 2018. -გვ.329-330: digitallibrary.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1919)
  • საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: