The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გოგია

დავით გოგია
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1977 წელს.

1967 წელს თამაშობდა გორის "დილაში"; მისი დებიუტი თბილისის დინამოში 1968 წლის 12 ნოემბერს შედგა: სსრკ-ს ჩემპიონატში, კუიბიშევის კრილია სოვეტოვთან 7:1 მოგებული შეხვედრის მიწურულს რამაზ ურუშაძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. 1968-1969წწ. თბილისის "დინამოში"; 1970-1971წწ. ქუთაისის "ტორპედოში"; 1972-1980წწ. კვლავ თბილისის "დინამოში" თამაშობდა. კარიერა დაასრულა 1980 წელს ლანჩხუთის "გურიაში". იყო სსრკ ჩემპიონატის III ადგილის სამგზის (1972; 1976 - გაზაფხულისა და ზაფხულის) და II ადგილის (1977) მფლობელი; სსრკ ჩემპიონი (1978); სსრკ თასის ორგზის (1976; 1979) მფლობელი; უელვას (ესპანეთი) საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (1973). 1978 წელს სსრკ-ს პირველობის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის პირველ ნომრად დაასახელეს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.133

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • 1972 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: