The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არშაკ ბარხუდაროვი

დაბადების თარიღი:1870  (155 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

1885 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება რუსეთში, მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად. ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო კადეტთა პარტიის წევრი. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა კადეტთა პარტიამ. პარლამენტში იყო სომეხთა ნაციონალისტური ფრაქციის თავმჯდომარე. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სომხური ნაციონალისტური პარტიის ლიდერი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 65

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი

გააზიარე: