შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გობეჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალზე ხელმომწერთა (სულ 88) შორისაა. 1909-1911 წწ. ვლადიმერ გობეჩია ბაქოში ცხოვრობდა. იმ პერიოდში ბაქოში ქართულ ენაზე გამოდიოდა პარტიული ორგანო - "მარცვალი", თავის ძმა იოსებთან ერთად, რომელიც ასევე არალეგალურად ცხოვრობდა ქ. ბაქოში, აღნიშნული გაზეთის რედკოლეგიის წევრი იყო. ვლადიმერ გობეჩია 1918 წლის მაისში უცნობმა პირმა გასროლით მოკლა. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერი, ამიერკავკასიის კომისარიატის საზღვაო მინისტრი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 96; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.605; openscience.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |