The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია გოგელია

დაბადების თარიღი:1884  (140 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციის კანტორაში გადამწერად. ადრეული ასაკიდან მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სოციალ-დემოკრატი. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 98

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი

გააზიარე: