The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოსე თოიძე

მოსე თოიძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1871
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 1953  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში; პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.

1890–1910წწ. აქტიურად მონაწილეობდა თბილისურ ჟურნალ–გაზეთებში; 1922-1930წწ. იყო სახელმწიფო სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელი; აქტიურად მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში; მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: "ვიწრო ქუჩა"(1895), "მრეცხავი"(1902), "ბაზაზხანა"(1914), "მაწვნის გამყიდველი"(1918), "მეთევზის დუქანი"(1919), "ნავი მტკვარზე"(1925), "ძველი თბილისის აშუღი"(1940), "თბილისის სახურავები"(1940); მას ეკუთვნის ასევე ციკლი – თბილისის მთვარიანი ღამეები: "თბილისი, მთვარიანი ღამე"(1910), "ქალები ბანზე"(1934); II მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათები: "თბილისი ომის დროს"(1942); შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები: "ი. გრიშაშვილი"(1939), "მ. ჭიაურელი"(1943); მოსე თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი;  მისი სახელობის სახლ–მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.176

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ სამხატვრო აკადემია, აკადემიკოსი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: