| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზი ამირეჯიბი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს. 1952 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1977 წლიდან - პროფესორი. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩევა არტისტიზმით, დახვეწილობით, რომანტიკული სულისკვეთებით. განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა შოპენის ნაწარმოებებს. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში კონცერტები გამართა ამერიკის შეერთებულ შტატატებში, კანადაში, გერმანიაში, პოლონეთში, იუგოსლავიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნის დედაქალაქში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 196-97. -გვ.19; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.156; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.37 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

